Erasmus+ პროექტის – ,,უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობა შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით” (UNISON) – მონიტორინგი 2019 წლის 25 მარტს პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა.
მონიტორინგს Erasmus+ ნაციონალური ოფისის დირექტორის მოადგილე რუსეთის ფედერაციაში, ანა მურავიევა ანხორციელებდა. პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონიტორინგის პროცესს პროექტ UNISON-ის ადგილობრივი კოორდინატორი, ნატალია დობრინინა ესწრებოდა.
მონიტორინგის მთავარ ამოცანას პროექტის განხორციელების შეფასებასთან ერთად, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებაც წარმოადგენდა. მონიტორინგის მონაწილეებმა პროექტის განხორციელების ძირითად ასპექტებზე, მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მიღწევებზე პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად იმსჯელეს.
ანა მურავიევამ პროექტის მიმდინარეობა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (PSU) შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: პროექტის რელევანტურობა, მისი განხორციელების ხარისხი და ეფექტურობა, პროექტის შედეგი, პოტენციური თანამშრომლობა და მდგრადი განვითარება.
პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მონიტორინგის ფარგლებში, Erasmus+ პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრის მიზანი Erasmus+ პროგრამების შესახებ პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის ინფორმირება იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
პარტნიორი უნივერსიტეტების სიახლეები:
Comments: no replies