- გზამკვლევი შვილობილი კომპანიების დაარსებისა და განვითარების ეტაპებისათვის რეკომენდირებული თარიღებით წარმოდგენილია კალენდარული გრაფიკის სახით
- შვილობილი კომპანიების განვითარების გზამკვლევი: ძირითადი ეტაპები
- შვილობილი კომპანიების დაარსების ხარისხის უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები. ხარისხის კონტროლის კითხვარი შვილობილი კომპანიებისთვის
პარტნიორი უნივერსიტეტების შვილობილი კომპანიები
შვილობილი კომპანიების სიახლეები
პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019 წლის 20 მარტი
პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული რამოდენიმე მცირე ინოვაციური საწარმო ფუნქციონირებს. მათი მიზანია პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფის ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების გაცნობა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
http://www.psu.ru/universitetskaya-zhizn/biznes-inkubator/mozgovo-mipy-i-migi
პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019 წლის 20 მარტი
რუსული მეცნიერების კვლევის 34 პრიორიტეტული მიმართულებიდან 17 ინოვაციური კვლევა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
http://www.psu.ru/universitetskaya-zhizn/biznes-inkubator/molodezhnye-startapy
პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019 წლის 20 მარტი
რამოდენიმე ახალგაზრდული სტარტაპის შექმნა და პილოტირება პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ინკუბატორის ბაზაზე განხორციელდა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
http://www.psu.ru/universitetskaya-zhizn/biznes-inkubator/molodezhnye-startapy
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (DSTU), 2019 წლის 8 თებერვალი
2018 წელს, ბალანსირების დანადგარებისა და მოწყობილობების დეველოპერმა კომპანიამ დსთ-ს და ევროკავშირის ქვეყნებში 200, 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობის ექსპორტი მოახდინა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018 წლის 9 ნოემბერი
დონის ინჟინერები ბიოაქტიური კარკასების – ჩონჩხების შექმნის ტექნოლოგიას ცოცხალი უჯრედებიდან მყარი იმპლანტების დამუშავების მიზნით ანვითარებენ. ეს ინოვაცია ფართოდ იქნება გამოყენებული რეგენერაციულ მედიცინაში, ასევე კვლევით საქმიანობაში, რომელიც დაზიანებული ძვლის ქსოვილების აღდგენის რევოლუციური მეთოდების დანერგვას ისახავს მიზნად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018 წლის 22 ოქტომბერი
ხორბლის ეკო ზრდის (Eco Grow) ტექნოლოგია ჯანსაღი საკვები პროდუქტების წარმოებას ემსახურება. დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ინდუსტრიული პარტნიორის – ,,Garaж“-ის წარმომადგენლების მიერ შექმნილი მოწყობილობა ეკოლოგიურად სუფთა ხორბლის სწრაფი ზრდისათვის ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018 წლის 11 ოქტომბერი
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ინდუსტრიული პარტნიორის “Garaж”-ის წარმომადგენლები უმაღლესი ხარისხის ფოთლოვანი ჩაის დასაყენებელ აპარატს აწყობენ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018 წლის 1 ოქტომბერი
კომპანია ITALYNNOVA-ს ინოვაციების მენეჯერი და აღმასრულებელი დირექტორი, ედი ფაბრო დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიებს, ექსპერიმენტულ ლაბორატორიას – ,,ელექტრონული ტექნოლოგიები’’, საკვები პროდუქტების ბიოქიმიური და სპექტრალური ანალიზის ლაბორატორიებს, რობოტოტექნიკის რესურსცენტრს, საუკეთესო სამრეწველო პარტნიორის “Garaж”-ის ცენტრებს, სამუშაო ვიზიტით ეწვია.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
https://donstu.ru/news/nauka/predstavitel-kompanii-italynnova-vysoko-otsenil-razrabotki-dgtu
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018 წლის 27 სექტემბერი
ტაქტილური სმენის აპარატის პროექტი, რომელიც სრულიად სმენადაქვეითებულ ადამიანებზეა გათვლილი, გამომგონებლების კონკურსზე “Donskaya sborka 2018” იქნა წარდგენილი. ტაქტილური სმენის აპარატი დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა, ილია კორენეცმა გამოიგონა. ინოვაციამ პირველი შემოწმება წარმატებით გაიარა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018 წლის 25 სექტემბერი
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფი და ინოვაციის ცენტრის განვითარების ფონდის – “Skolkovo”-ს წარმომადგენლები ახალი თაობის ორთქლის გენერატორზე მუშაობენ, რომელსაც საათში 100-1500 კგ. ორთქლის წარმოქმნა შეუძლია. ასეთი ელექტრონული მოწყობილობის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ორთქლს ენერგიის გარდაქმნის ყველაზე ეფექტური მეთოდის – ინდუქციის გამოყენებით წარმოქმნის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: