ბილეფელდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (Fachhochschule des Mittelstands, FHM) არის კერძო, არაკომერციული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2000 წელს დაარსდა. დღესდღეობით ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო უნივერსიტეტი გერმანიაში, აგრეთვე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების საიმედო პარტნიორი კადრების მომზადების კუთხით.
ბილეფელდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიზანია მისცეს სტუდენტებს სათანადო თეორიული ცოდნა და განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით. დღესდღეობით, 4.600-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოსა და უცხოელი ექსპერტების მიერ აკრედიტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ეკონომიკა, მედია, კომუნიკაცია, ადამინაური რესურსების მართვა, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება. უნივერსიტეტის კონცეფცია მთლიანად ემყარება სწავლების პრაქტიკულ ელემენტებს, სწავლების ინდივიდუალურ მიდგომას, სტუდენტების მცირე ჯგუფთან მუშაობას და ორიენტირებულია მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე.
უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი მდებარეობს გერმანიის ქალაქ ბილეფელდის ცენტრში. დამატებით კიდევ ექვსი ფილიალი თავმოყრილია ბერლინში, კიოლნიში, პულჰაიმში, ჰანოვერში, როსტოკში, შვერინსა და ბამბერგში.
ბილეფელდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (Fachhochschule des Mittelstands, FHM) ორიენტირებულია საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაზე: იგი მონაწილეობს ისეთ პროექტებში, რომლებიც ხორციელდება Tempus-ის, Leonardo da Vinci-ის, DAAD-ისა და სხვა პროგრამების ფარგლებში.
FHM სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩართულია პროექტ UNISON-ში:
Prof. Bernd Seel
ბერნდ ზილ
პროფესორი, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: seel@fh-mittelstand.de
ტელ:+49 521 9 66 55 264
Marianna Gevorski
მარიანა გევორსკი
პროექტის მენეჯერი
ელ-ფოსტა:gevorski@fh-mittelstand.de
ტელ:+49 521 9 66 55 176
Charlotte Sandova
შარლოტა სანდოვა
მეცნიერ-თანამშრომელი
ელ-ფოსტა: sandoval@fh-mittelstand.de
ტელ:+49 521 9 66 55 239