პროექტის სამუშაო შეხვედრა ნიჟნევარტოვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში

1.4

2017 წლის 8 დეკემბერს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, Erasmus+ პროექტის -,,უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობა შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით (UNISON)” – ფარგლებში, ნიჟნევარტოვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას უნივერსიტეტის მხრიდან პროექტში ჩართული სამუშაო ჯგუფის წევრები და თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: პირველი პრორექტორი, კლოჩკოვი ა.ა., პრორექტორი ინოვაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პოგონიშევი დ.ა., საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და მომსახურე პერსონალი.
შეხვედრის მონაწილეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: პროექტის განხორციელების 2018 წლის სამოქმედო გეგმა; კვლევის შედეგები და ევროპული გამოცდილება შვილობილი კომპანიების დაარსების შესახებ ესპანეთში, პორტუგალიასა და გერმანიაში; პროექტისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები და პროექტის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პერიოდულობის ზრდა.

პარტნიორი უნივერსიტეტების სიახლეები:  NVSU

Comments: no replies

Join in: leave your comment