კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი

www.ipc.pt

კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Coimbra Polytechnic Institute, IPC) მოიცავს 6 კოლეჯს, სადაც ამჟამად  10,160 სტუდენტი სწავლობს. ინსტიტუტს ემსახურება 689 პროფესორი და 413 თანამშრომელი. აქ სწავლება მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: პედაგოგიკა, ხელოვნება, ბიზნესის ადმინისტრირება, კომუნიკაცია  და საინფორმაციო ტექნოლოგია, ტურიზმი, აგრარული მეცნიერებები, სამედიცინო ტექნოლოგია და ინჟინერია. კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფუნქციონირებს: სოფლის მეურნეობის სკოლა, განათლების სკოლა, Oliveira do Hospital-ის ტექნოლოგიისა და მართვის სკოლა, სამედიცინო ტექნოლოგიის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირებისა  და ბუღალტერიის სკოლა, საინჟინრო სკოლა, სტუდენტთა მომსახურების ცენტრი და სხვადასხვა სერვისი. 

ინტერნაციონალიზაცია კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ინსტიტუტი სხვადასხვა  სკოლასთან თანამშრომლობით მტკიცე საერთაშორისო კავშირებს ამყარებს საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მათ სტუდენტებთან, რაც ხელს უწყობს მასწავლებელთა მობილობას, კვლევის ხარისხის, სასწავლო კურსების გაუმჯობესებას და საგანმანათლებლო სისტემის დახვეწას.

ინსტიტუტი ხელმძღვანელობს სწავლისადმი თანამედროვე, პრაქტიკული მიდგომებით. მას მჭიდრო კავშირები აქვს ადგილობრივ საწარმოებთან, კომერციულ კომპანიებთან რომლებიც სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფენ. ინსტიტუტში ასევე ფუნქციონირებს კვლევითი ცენტრი, სადაც ხორციელდება კვლევები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. პარტნიორული ურთიერთობები  სკოლებსა და სხვა ორგანიზაციებთან კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტის  წარმატების საწინდარია.

IPC  სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩართულია  პროექტ UNISON-ში:

 

Rui Costa

რუი კოსტა
ელ-ფოსტა: ruicosta@esac.pt
ტელ: +351-239 802 940

 

 

 

 

 

Paulo Sanches

პაულო სანჩესი
ელ-ფოსტა: paulo.sanches@ipc.pt
ტელ: +351-963 413 342

 

 

 

 

 

Sara Proença

სარა პროენსა
ელ-ფოსტა: sproenca@esac.pt
ტელ: +351-239 802 280