2017 წლის 25-26 იანვარს, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელმა სააგანტომ (EACEA) საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ბრიუსელში, ევროპის სტრატეგიული მართვის ცენტრში, გამართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა სანტიაგო დე კომპოსტელას (Erasmus+ პროექტ UNISON-ის კოორდინატორი) და დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, 2016-2019 წლებში დაფინანსებული – KA2 ,,შესაძლებლობების განვითარება უმაღლესი განათლების დარგში’’ – პროექტების მენეჯერებსა და კოორდინატორებზე იყო გათვლილი.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრის მთავარ მიზანს პროექტის მენეჯმენტის ძირითადი ტენდენციების შესახებ არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენდა.
საინფორმაციო შეხვედრის დღის წესრიგი ტრენინგ კურსებს, სამუშაო შეხვედრებს, მრგვალ მაგიდას ითვალისწინებდა და შემდეგ საკითხებს მოიცავდა: პროექტის მენეჯმენტი, უნივერსალური ტექნოლოგიების გამოყენება, პროექტის განხორციელების პერიოდში, ცვლილებების, თემატური კვლევის, სტრუქტურული დაგეგმვის ეფექტური მართვის მიზნით.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა – ეს არის ინტერაქციის ღია პლატფორმა ევროკომისიის ERASMUS + პროგრამაში ჩართული ყველა რეგიონისათვის (სამხრეთ აფრიკა, აღმოსავლეთ ევროპა / კავკასია / რუსეთი, ცენტრალური აზია, აზია, ლათინური ამერიკა, დასავლეთ ბალკანეთი, სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი / შუა აღმოსავლეთი).
Comments: no replies