მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (MIIGAiK) ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მიმართულებით. სიძველის მიუხედავად უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება და ფეხს უწყობს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს.
უნივერსიტეტის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
– მაღალკვალიფიციური, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებსაც აქვთ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და განვითარებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები არჩეულ სპეციალობაში, ასევე, ფლობენ ინფორმაციას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უახლესი მიღწევების შესახებ;
– ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების განხორციელება ტრენინგებთან ერთად, მონაწილეობის მიღება რუსეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი საერთაშორისო პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში;
– მკვლევარების, ინსტრუქტორებისა და სპეციალისტების გადამზადება, მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალური კურსების შექმნა.
MIIGAiK სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩართულია პროექტ UNISON-ში:
Nadezda Kamynina
ნაძეჟდა კამინინა
მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბოლონიის პროცესის განხორციელებაში და რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის მდივანი;
რუსეთის ფედერაციის უმაღლესი განათლების რეფორმის სერთიფიცირებული ექსპერტი და რეგიონალური უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა გუნდის ლიდერი.
ბოლო 15 წლის მანძილზე აქტიურად ზრუნავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაზე განათლების მიმართულებით; მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტებსა (Tempus, Erasmus+) და ევროპის უნივერსიტეტების მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროგრამებში (მაგ.Visby პროგრამა); აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება საერთაშორისო პროექტების მართვის კუთხით. ის არის TEMPUS-ის ერთ-ერთი პროექტის – “Independent Quality Assurance model for degree programmes in Russia” (530838-TEMPUS-1-2012-1-RU-TEMPUS-SMGR) – გრანტის მფლობელი.
ელ-ფოსტა: info@miigaik.org
ტელ: +7 499 2673554
Inna Ponomareva
ინნა პონომარევა
საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი
Tempus, Erasmus+ პროექტების მართვის გამოცდილება
ელ-ფოსტა:info@miigaik.org
ტელ: +7 499 2673554
Olga Valueva
ოლგა ვალუევა
რექტორის მოადგილის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში და საერთაშორისო აკადემიური პროგრამების წამყვანი ექსპერტი;
Tempus, Erasmus+, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი პროექტების მართვის გამოცდილება;
საერთაშორისო პროექტების მართვის 9 წლიანი გამოცდილება სამართლის, საჯარო პოლიტიკის და იურიდიული განათლების მიმართულებით, აგრეთვე, მთარგმნელად და რედაქტორად მუშაობის გამოცდილება.
ელ-ფოსტა:info@miigaik.org
ტელ: +7 499 2673554