სამუშაო შეხვედრა ბერლინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია), 17-21 ოქტომბერი, 2017

csm_IMG-20171019-WA0015_e6fe8328f8

2017 წლის 17-21 ოქტომბერს, ბერლინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია), საერთაშორისო სემინარი ჩატარდა. სემინარზე, რომელიც Erasmus+ საერთაშორისო პროექტ UNISON-ის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეები უნივერსიტეტებისა და მათი შვილობილი კომპანიების დაარსებისა და განვითარების ეტაპებს, ურთიერთობის სამართლებრივ წესებს და სხვა საინტერესო საკითხებს გაეცნენ. გარდა ამისა, სემინარის მონაწილეებმა ბერლინის უდიდესი ბიზნეს ინკუბატორები დაათვალიერეს, მათ შორის იყო – ტექნოლოგიის ცენტრი ’’Adlershof’’ და ბერლინის სტარტაპ პროექტების ინკუბატორი. სტუმრები სტარტაპ პროექტებსა და ფონდებს შორის ინტერაქციის მექანიზმებსაც გაეცნენ, რომლებიც გერმანიაში მეწარმეობის მხარდამჭერ პროგრამებს კონკრეტული სტარტაპ კომპანიების მაგალითზე (SOLAGA UG, Smarterials Technology GmbH) ანხორციელებენ.

შეხვედრაზე, გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰამიდ დუსტ მოჰამადიანმა გერმანიის მიერ ინოვაციური მეწარმეობის განვითარების მხარდასაჭერად მიღებულ ზომებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და მეცნიერების დარგში წარმატების მისაღწევად საჭირო სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. კვლევითი ცენტრის Jülich GmbH-ის პროექტის მენეჯერმა, დანიელ ჯონმა კი მოხსენება უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიების ინოვაციური მოდელების ფორმირებაზე, მათი გამოყენების უპირატესობებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი შემუშავების პერსპექტივებზე გააკეთა. შეხვედრის მონაწილეებმა შვილობილი კომპანიების მოდელების სხვადასხვა ინსტიტუციონალურ, თუ კულტურულ კონტექსტში ადაპტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც იმსჯელეს.

კონსორციუმის წევრებმა ევროპის, საქართველოს, ჩინეთის და რუსეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი ძალებით სპეციალური მოდელი შეიმუშავეს, რომელიც სამომავლოდ შვილობილი კომპანიების პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლევითი აქტივობების უმოკლეს ვადაში განხორციელებას და მიღებული შედეგების კომერციალიზაციას შვილობილი კომპანიების ინოვაციური მოდელების გამოყენების გზით შეძლებენ.

პარტნიორი უნივერსიტეტების სიახლეები:

USCNVSUTESAUFHMPSUYAASMIIGAiKBC

Comments: no replies

Join in: leave your comment