სამუშაო შეხვედრა ესპანეთში შვილობილი კომპანიების საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მაგალითზე დაარსების შესახებ – 26-29 ნოემბერი, 2017

1 (1)

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა (ესპანეთი) საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მაგალითზე შვილობილი კომპანიების დაარსების შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე, მასპინძლებმა პროექტის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გალისიაში შვილობილი კომპანიების დაარსების ისტორია და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის მოდელები გააცნეს. გარდა ამისა, მასპინძელმა უნივერსიტეტმა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები შესთავაზა სტუმრებს, მათ შორის იყო მოხსენებები შემდეგ საკითხებზე:

• გალისიაში შვილობილი კომპანიების დაარსების ისტორიული მიმოხილვა, მათი დანიშნულება, შვილობილი კომპანიების მოდელები, სახელმწიფოს მიერ გადადგმული მხარდამჭერი ნაბიჯები;
• შვილობილი კომპანიები სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (USC);
• შვილობილი კომპანიები სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის კამპუსში, ქალაქ ლუგოში (USC Lugo Campus);
• შვილობილი კომპანიების ადაპტაცია სხვადასხვა ინსტიტუციონალურ და კულტურულ კონტექსტში;
• პრეზენტაცია შვილობილი კომპანიების – “HGBeyond”, “Dart”, “Situm” – შესახებ;
• შვილობილი კომპანიების სახელმწიფო და კერძო დაფინანსების შესაძლებლობები: საინვესტიციო ფონდი UNIRISCO.

სამუშაო შეხვედრის პროგრამით, ასევე, გათვალისწინებული იყო ვიზიტი CIMUS და CITUS კვლევით ცენტრებში, რომლებიც სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზეა განთავსებული ”USC Campus Vida”. ზემოთაღნიშნული ცენტრები 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ბიოტექნოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერებების 50-ზე მეტ კვლევით ლაბორატორიას მოიცავს. აღნიშნულ ცენტრებში 2010 წლიდან დღემდე ორმოცდაათზე მეტი სტარტაპი და კვლევითი გუნდი ჩამოყალიბდა, რომელთა დიდმა ნაწილმა საკუთარი კომპანიების დაფუძნება მოახერხა.
შეხვედრის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები გალისიის უმსხვილეს კვების პროდუქტების წარმოების კომპანიასაც (INNOLACT) ესტუმრნენ. აღნიშნული საწარმო მთელ რიგ კვების პროდუქტების წარმოებისა და კვლევის ცენტრებს (Aula Productos Lácteos, QuesoCrema) აერთიანებს. საწარმო შვილობილი კომპანიებისა და სტარტაპების განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და კვლევის დარგში მიღწეულ შედეგებს ემყარება.

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გამართული სამუშაო შეხვედრის მიზანს შვილობილი კომპანიების დაარსებისათვის აუცილებელი ევროპული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. პროექტის შემდეგი ეტაპი კი, ერთჯერადი პლატფორმისა და კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებში შვილობილი კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებაა.

პროექტ UNISON-ის კონსორციუმის წევრები, პლატფორმის შექმნის შესახებ, 2018 წლის გაზაფხულზე თბილისში (საქართველო) გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ.

პარტნიორი უნივერსიტეტების სიახლეები:

USC, DSTUTeSaUNVSU PSUBCMIIGAiK

Comments: no replies

Join in: leave your comment