შეხვედრა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი), 11-12 ივნისი, 2018

1

2018  წლის 11-12 ივნისს, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი),  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის – UNISON (University-Enterprise Cooperation via Spin-Off Companies Network ) – მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მიღწეული შედეგების  გაცნობა და განხილვა წარმოადგენდა. პროექტის პარტნიორებმა ევროპის, რუსეთის, საქართველოს და ჩინეთის უნივერსიტეტების სამეცნიერო და კვლევითი აქტივობები სიღრმისეულად განიხილეს, გულდასმით შეისწავლეს სხვადასხვა უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიების მოდელები. შეხვედრაზე კოიმბრას პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა (პორტუგალია) პროექტის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.  
გარდა ამისა, პარტნიორები შვილობილი კომპანიების პროექტების ონლაინ მონაცემთა ბაზის შედგენისათვის საჭირო პროცედურებზეც შეთანხმდნენ.  დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროექტის განახლებული ვებგვერდის –  http://unison.cesga.es/en/ – დემონსტრირება მოახდინეს, რომელიც პროექტის საბოლოო  შედეგების  გავრცელების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს კი, კონსორციუმის წევრებმა პროექტის მომდევნო სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

პარტნიორი უნივერსიტეტების სიახლეები: USCDSTUTESAUPSUMIIGAiKBC

Comments: no replies

Join in: leave your comment