შეხვედრა საერთაშორისო პროექტ UNISON-ის ფარგლებში

unison_georgia

2018 წლის 22-25 სექტემბერს, Erasmus+ პროექტის ,,უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობა შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით (UNISON)’’ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა (TeSaU) მორიგი კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლეს.

2018 წლის 22 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის დაარსებიდან ასი წლისთავს მიეძღვნა. სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა. საზღვარგარეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები ,,სამეცნიერო ფესტივალი – 2018’-ის გახსნას დაესწრნენ.

2018 წლის 24 სექტემბერს, პროექტ UNISON-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ესპანეთის, გერმანიის, პორტუგალიის, რუსეთის, საქართველოს და ჩინეთის წარმომადგენლებმა პროექტის საბოლოო შედეგებზე იმსჯელეს. პარტნიორებმა თბილისის, თელავის (საქართველო) და ნიჟნევარტოვსკის (რუსეთის) სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან პრეზენტაციები ვირტუალური პლატფორმის მოდელის შექმნის შესახებ გამართეს. აღნიშნული პლატფორმა შვილობილ კომპანიებს შორის თანამშრომლობის დამყარებას და პოტენციური პარტნიორების მოძიებას შეუწყობს ხელს.

ბილეფელდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლებმა შვილობილი კომპანიების ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპები წარადგინეს (SOM). დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (DSTU) წარმომადგენლებმა კი პროექტის ვებგვერდის განახლებული ვერსიის შესახებ ისაუბრეს. ვებგვერდი პროექტის შედეგების გავრცელების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.

2018 წლის 25 სექტემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე კონსორციუმის წევრებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

პარტნიორი უნივერსიტეტების სიახლეები:

 TeSaUYAASUSCTSUMIIGAIKFHMPSUDSTUBCNVSU1NVSU2

Comments: no replies

Join in: leave your comment