საორგანიზაციო შეხვედრა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი), 2017 წლის 13-14 თებერვალი

DSCF4413

საორგანიზაციო შეხვედრა, Erasmus+ პროექტის  – ,,უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობა შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით’’ (UNISON) – ფარგლებში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი) 2017 წლის 13-14 თებერვალს გაიმართა.

პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის განხორციელების ხელშეწყობა უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების გზით შვილობილი კომპანიების საუკეთესო ევროპული გამოცდილების მაგალითზე.

პროექტის განხორციელების პერიოდში შემდეგი კონკრეტული ამოცანები  შესრულდება:

  • შვილობილი კომპანიების ეფექტური მოდელის შემუშავება უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარების მიზნით;
  • შვილობილი კომპანიების ეფექტური მოდელის პილოტირება ჩინეთის, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • ვირტუალური საერთაშორისო  შვილობილი კომპანიების ქსელის შექმნა.

საორგანიზაციო შეხვედრის ფარგლებში, გერმანიის, პორტუგალიის და ესპანეთის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე მცირე საწარმოების ინოვაციური განვითარების შესახებ საუკეთესო გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

შეხვედრაზე რუსეთის, საქართველოს და ჩინეთის წარმომადგენლებმა საკუთარი უნივერსიტეტები,  როგორც ცალკეული რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი უნიკალური პლატფორმები, დაახასიათეს.

საორგანიზაციო შეხვედრის დასასრულს,  პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელების სამწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს, პროექტით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები  გაინაწილეს და სამომავლო მობილობის გეგმაც შეიმუშავეს.

პარტნიორი უნივერსიტეტების სიახლეები:  BCPSUNSUMIIGAiKTESAUUSCYAAS

Comments: no replies

Join in: leave your comment