Erasmus+ პროექტი Unison-ის მონიტორინგი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში

bandiera_europa.jpg

Erasmus+ პროექტის – ,,უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობა შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით’’ (Unison) – მონიტორინგი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2017 წლის 30 მაისს, განხორციელდა.
მონიტორინგს Erasmus+ ნაციონალური ოფისის დირექტორის მოადგილე რუსეთის ფედერაციაში, ანა მურავიევა, ანხორციელებდა.
მონიტორინგის მთავარ ამოცანას, პროექტის განხორციელების შეფასებასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებაც წარმოადგენდა.

მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს: ე.ვასილევა, ი.გოლოვცევა (სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ი.მაევსკაია (დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი).
მონაწილეებმა პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების სტრატეგია, კომუნიკაციის გეგმა წარადგინეს და სამუშაო პაკეტების ხარისხის უზრუნველყოფის კრიტერიუმებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო განათლების ოფისის ხელმძღვანელმა, ი. მაევსკაიამ, დამსწრე საზოგადოებას პროექტ UNISON-ის ვებგვერდის საცდელი ვერსია აჩვენა.
ანა მურავიევამ პროექტის მიმდინარეობა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: პროექტის რელევანტურობა, მისი განხორციელების ხარისხი და ეფექტურობა, პროექტის შედეგი, პოტენციური თანამშრომლობა და მდგრადი განვითარება. მონიტორინგის საბოლოო შედეგები EACEA-ს მიერ შეჯამდება და 2017 წლის ივლისში გამოცხადდება. EACEA-ს კომენტარებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით, პროექტის რეალიზაციის შემდგომი კურსი განისაზღვრება.

 

Comments: no replies

Join in: leave your comment