წინასწარი სესია საერთაშორისო კონფერენციის – ,, R2B პროცესების მოდელირება: ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები და ქსელური თანამშრომლობა’’ – ფარგლებში დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში

ART_3741

9 ივნისს, საერთაშორისო კონფერენციის – ,, R2B პროცესების მოდელირება: ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები და ქსელური თანამშრომლობა’’ – ფარგლებში დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში წინასწარი სესია გაიმართა.
წინასწარ სესიაზე – ,,უნივერსიტეტისა და საწარმოს თანამშრომლობის მოდელები: ეფექტური ინსტრუმენტები რეგიონალური ბიზნესის განვითარებისთვის’’ – რომელიც დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მედიაპარკში გაიმართა, სამხრეთ რუსეთის უნივერსიტეტებისა და საწარმოების წარმომადგენლებმა, ბიზნეს მედიის ხელმძღვანელებმა და ბიზნეს ანალიტიკოსებმა ის ძირითადი ტენდენციები გამოავლინეს, რომლებიც სამეწარმეო სექტორისა და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე ახდენს გავლენას, ამასთანავე, მათ შორის ინტერაქციის ოპტიმალური ალგორითმი 2035 წლამდე განსაზღვრეს.
სესიაში მონაწილე ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით, შრომის ბაზრის ძირითად ტენდენციას არსებული პროფესიების ბუნდოვანი კრიტერიუმების ახლით ჩანაცვლება წარმოადგენს. მათ მიაჩნიათ, რომ ვიწრო პროფილის სპეციალისტებზე მოთხოვნა შემცირდება, ხოლო უახლესი ტექნოლოგიის დარგის სპეციალისტები ბიზნეს სტრუქტურების უნივერსიტეტებით დაინტერესებას მოახერხებენ.
აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, უნივერსიტეტები მობილურ და მოდულურ განათლებაზე, როგორც ყველაზე მოქნილ განათლების მოდელებზე, გაამახვილებენ ყურადღებას.
წინასწარ სესიაში მონაწილეობა მიიღეს: PJSC “MMC ”Norilsk Nickel”-ის განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ოლგა სოლოდოვამ, ბიზნესისა და ენების შესწავლის ევროპული ქსელის SPACE (EC) დირექტორმა – ლუკ ბროესმა, უმაღლესი და ახალი ტექნოლოგიების წარმომადგენლობითი ოფისის ჩინურ-რუსული ზონის ხელმძღვანელმა, აბრეშუმის გზის ტექნოპარკის ასოციაციის წევრმა (SRSPA, ჩინეთი) -ფული იანმა, ანალიტიკური ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, “Ekspert Yug” ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა – ვლადიმირ კოზლოვმა.
ღონისძიების მოდერატორები იყვნენ: ,,HR მენეჯერების ეროვნული კავშირის’’ ასოციაციის პრეზიდენტი – ელენა შულგინა და პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში – სვეტლანა შვედოვა.

Comments: no replies

Join in: leave your comment