ბოლონიის კლუბი

www.bc.donstu.ru

ბოლონიის კლუბი (Bologna Club) 2010 წელს, რუსეთში, დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა. ბოლონიის კლუბი წარმოადგენს რუსეთის უნივერსიტეტების ღია საზოგადოებას, რომლის უმთავრესი მიზანი და ამოცანაა რუსეთის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირება, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის მიზნით.

გარდა ამისა, ბოლონიის კლუბი უზრუნველყოფს პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას და  მჭიდრო კავშირების დამყარებას სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის ინტეგრაციას ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. 

კლუბის წევრებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებია რუსეთის უმაღლესი განათლების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და აკადემიური მობილობის ხელშეწყობა (სტუდენტსშესაძლებლობა აქვს სწავლა გააგრძელოს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში), განათლების  ორსაფეხურიანი სისტემის გაუმჯობესება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), ისეთი მნიშვნელოვანი  და აქტუალური საკითხების გადაჭრა, როგორიცაა რუსული დიპლომებისათვის საერთაშორისო აღიარების მოპოვება.

ბოლონიის კლუბის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩართულია  პროექტ UNISON-ში:

SHVEDOVA  SVETLANA,

სვეტლანა შვედოვა
დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
პოზიცია: ბოლონიის კლუბის პრეზიდენტი

ელ-ფოსტა: dstu_oms@mail.ru
ტელ: +78632738406
ფაქსი: +78632738744

 

მიღწევები:

  • ბოლონიის კლუბის პრეზიდენტი;
  • ბოლონიისა და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი;
  • უნივერსიტეტების ურთიერთობათა საერთაშორისო ორგანიზაციის “ALEXNOVA-ICUR” რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი (მადრიდი, ესპანეთი);
  • ტემპუსის პროექტების: IQA, E3M, Tuning მენეჯერი და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უმაღლესი განათლების შედეგების  შეფასების საერთაშორისო სერთიფიცირებული მონაწილე;
  • რუსეთის საპატიო დიპლომირებული მეცნიერი.

 

სამეცნიერო ნაშრომები და კვლევითი საქმიანობა:

  • 42 სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო მოხსენებები რუსულ და ინგლისურ ენებზე;
  • 12 სახელმძღვანელო და ბროშურები;

კვლევითი ნაშრომი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ბიზნესზე ორიენტირებული სწავლება,  სტუდენტთა მობილობა და კულტურათაშორისი კომუნიკაცია საერთო შრომის ბაზრის, საერთაშორისო განათლების ძირითადი მიმართულებების  და პროფესიულ კომპეტენციათა განვითარების კუთხით.

 

MAEVSKAYA   IRINA 
ირინა მაევსკაია
დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
პოზიცია: ბოლონიის კლუბის დირექტორი

ელ-ფოსტა: dstu_oms@mail.ru

ტელ: +78632738744
ფაქსი: +78632738744

 

მიღწევები:

  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უმაღლესი განათლების შედეგების შეფასების საერთაშორისო სერთიფიცირებული მონაწილე;
  • რუსეთის საპატიო დიპლომირებული მეცნიერი;
  • Tuning, LO მეთოდოლოგიის შესახებ არაერთი EC სამუშაო შეხვედრის წარმატებული მონაწილე; 
  • ტემპუსის პროექტებზე IQA, E3M და TUNING RUSSIA მომუშავე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი;
  • IITE UNESCO-ს მიერ ორგანიზებული პროგრამის – „სწავლების ძირითადი პრინციპები დისტანციურ განათლებაში’’ – სერთიფიცირებული ექსპერტი;

სამეცნიერო ნაშრომები და კვლევითი საქმიანობა:

  • 27 სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო მოხსენებები რუსულ და ინგლისურ ენებზე;
  • 10 სახელმძღვანელო და ბროშურები;
  • კვლევითი ნაშრომი სტუდენტთა პროფესიული მობილობის ზრდის მიმართულებით, საერთო შრომის ბაზრის ცვლილებებისა და მოქნილობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ძირითადი ტენდენციების, საერთაშორისო განათლების და პროფესიულ კომპეტენციათა განვითარების კუთხით.