სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

http://unecon.ru

სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკის  სახელმწიფო უნივერსიტეტი (Saint-Petersburg State University of Economics, SPbSUE) 2012 წელს, ეკონომიკის სამი წამყვანი უმაღლესი სკოლის გაერთიანების შედეგად დაარსდა. გაერთიანების ძირითადი პრინციპი სამეცნიერო სკოლების შენარჩუნება და უნივერსიტეტების საუკეთესო ტრადიციების  გაგრძელება იყო.

სანქტ-პეტერბურგის  ეკონომიკის  სახელმწიფო უნივერსიტეტი აერთიანებს მთელ რიგ ინსტიტუტებს, მათ შორისაა: ეკონომიკის ინსტიტუტი (Institute of Economics), სადაც მოქმედებს საბაკალავრო პროგრამები ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით; მენეჯმენტის ინსტიტუტი (Institute of Management) – ამზადებს ბაკალავრებს მენეჯმენტის, ხარისხის მართვის დარგში; მომსახურების ინსტიტუტი (Institute of Service) – ამზადებს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს მომსახურების სექტორში, ტურიზმსა და მომიჯნავე ინდუსტრიებში; სამაგისტრო ინსტიტუტი (Master Institute) გათვლილია იმ სტუდენტებზე, რომლებიც ოთხი წლის შემდეგ სწავლის გაგრძელებას სამაგისტრო პროგრამებზე მოისურვებენ სხვადასხვა მიმართულებით. ინსტიტუტების ასეთი დაყოფა უნივერსიტეტში, პირველ რიგში, სწავლის ხარისხის ამაღლებას ემსახურება. 

უნივერსიტეტს  საკმაოდ ხანგრძლივი და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს მთელ რიგ უნივერსიტეტებთან მსოფლიო მასშტაბით. უნივერსიტეტში მოქმედებს  ორმაგი ხარისხის 7 პროგრამა, 14 ფაკულტეტი, სადაც 60 000 სტუდენტი სწავლობს. სტუდენტთა განათლებას 6000 თანამშრომელი ემსახურება, ამათგან 3200 პროფესორ-მასწავლებელია. სანქტ-პეტერბურგის  ეკონომიკის  სახელმწიფო უნივერსიტეტი არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებას, არამედ კვლევით ცენტრსაც წარმოადგენს ინოვაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის, მარკეტინგის, ხარისხის მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების და სხვა დარგში.

SPbSUE სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩართულია პროექტ  UNISON-ში:

Elena Gorbashko – Research group leader (SPbSUE)

ელენა გორბაშკო – კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი

რექტორის მოადგილე, ეკონომიკისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

• საერთაშორისო პროექტების ორგანიზებისა და კოორდინირების გამოცდილება;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და კომპანიების პარტნიორული ურთიერთობების მართვა;
• საგანმანათლებლო პროცესებისა და მონიტორინგის პროცედურების მართვა;
• ხარისხის მართვის კონსულტირების გამოცდილება;
• რუსეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის სრულყოფილი ცოდნა;
• ხარისხის მართვის სისტემის კონსტრუირების გამოცდილება უნივერსიტეტის ბაზაზე;
• სწავლების, ადმინისტრაციული და სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება უნივერსიტეტში;
• 200-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი საწარმოს ეკონომიკის, მართვის, კონკურენტუნარიანობისა და ხარისხის მართვის, განათლების ხარისხის მართვის მიმართულებით.

Elena Vasileva – Manager of the project

ელენა ვასილევა – პროექტის მენეჯერი

2014 წლიდან დღემდე – კულტურის მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
2009 წლიდან დღემდე – Tempus-ის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი;
1996 წლიდან დღემდე – სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო თანამშრომლობის ასოციაციის საერთაშორისო პროექტების წამყვანი ექსპერტი;
განათლება:
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადოქტორო კურსი, ეკონომიკისა და ხარისხის დეპარტამენტი;
გერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, რუსეთი, ასპირანტურა.