სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი

http://www.usc.es

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი  (The University Of  Santiago De Compostela, USC) ევროპის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ის  ხუთას წელზე მეტია დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს. სასწავლო კურსების რაოდენობისა და მათი წარმატებით განხორციელების, ასევე  ჩატარებული კვლევების ხარისხის თვალსაზრისით, უნივერსიტეტი ესპანეთისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებს შორისაა. ის ერთ-ერთია  ცხრა ესპანური უნივერსიტეტიდან, რომელსაც შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მიერ შედგენილ მსოფლიო უნივერსიტეტების ნუსხაში, საკმაოდ პრესტიჟული ადგილი უკავია.

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი ისტორიული მნიშვნელობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც  30 ფაკულტეტი და სკოლა, 30 კვლევითი ცენტრი, 69 სამაგისტრო პროგრამა, 54 სადოქტორო პროგრამა და 59 საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს. უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ინტერნაციონალიზაციას – სასწავლებელი მთელ რიგ საერთაშორისო პროექტებსა და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში აქტიურად მონაწილეობს.

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის განკარგულებაშია ორი კომფორტული საერთაშორისო კამპუსი: კამპუს ვიდა  (Campus Vida) და კამპუს დო მარ (Campus do Mar). პირველი კამპუსი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებს  (სამედიცინო მეცნიერებები, სამედიცინო ტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია, ფარმაცია, სტომატოლოგია, საექთნო საქმე, ვეტერინარია, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია) ემსახურება, ხოლო მეორე  კამპუსი სამ ფართო სფეროს, ოკეანოგრაფიას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებს, ბიოლოგიურ ოკეანოგრაფიასა და ზღვის ბიოლოგიას აერთიანებს.

USC  სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩართულია  პროექტ UNISON-ში:

 

Enrique López Veloso

ენრიკე ლოპეს ველოსო

ელ-ფოსტა: enrique.lopez.veloso@usc.es

ტელ: +34 8818 12840

 

 

 

Beatriz Sempere Serrano

ბეატრის სემპერე სერანო

ელ-ფოსტა: beatriz.sempere@usc.es

ტელ: +348818 12897

 

 

Ana Ramos Caruncho

ანა რამოს კარუნჩო

ელ-ფოსტა: anamaria.ramos.caruncho@usc.es

ტელ: +348818 11113