იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემია კომპლექსური აგრარული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც მთავრობის მიერ ფინანსდება. აკადემია 1958 წელს დაარსდა და ქალაქ იანტაიში 120 ჰექტარს მოიცავს (შანდუნის პროვინცია). აკადემიაში 610 თანამშრომელია დასაქმებული. მათ შორის 156 მკვლევარი, 27 პროფესორი, 33 მთავარი აგრონომი, 74 აგრონომი, 18 დოქტორი და 68 მაგისტრია. აკადემიაში 15 კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს, მათ შორისაა: ხორბლის, ვაშლის, ბლის, მსხლის, ტკბილი კარტოფილის, ბოსტნეულის, ყვავილის, ყურძნის და ვაზის ლერწმის, სიმინდის, მიწის თხილის, ჩაის ჯიშების გამოყვანისა და ხარისხის კონტროლის ცენტრები. აკადემიის სტრატეგიული ამოცანაა იანტაის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
გარდა ამისა, იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიაში სხვადასვხა ნაციონალური ცენტრი ფუნქციონირებს, როგორიცაა: ვაშლის მოყვანის ნაციონალური ცენტრი, ხილის ხარისხისა და კონტროლის ნაციონალური ცენტრი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაშლის, ხორბლის, მსხლის, ყურძნის, ტკბილი კარტოფილის, ბოსტნეულის და მიწის თხილის ნაციონალური საექსპერიმენტო ნაკვეთი, შანდუნის პროვინციის ტკბილი კარტოფილის ტექნოლოგიური კვლევითი ცენტრი, შანდუნის პროვინციის ვაზის ლერწმის ჯიშების ტექნოლოგიური ლაბორატორია, პოსტ-სადოქტორო კვლევითი ცენტრი, აკადემიკოსების სამუშაო ცენტრი, იანტაის ვაშლის მოყვანის საერთაშორისო ცენტრი, იანტაის ვაშლის ტექნოლოგიური კვლევითი ცენტრი.
2013 წელს, იანტაის უნივერსიტეტის აგრარული კოლეჯი იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიისა და იანტაის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა. აგრარულ მეცნიერებათა აკადემიიდან 25 პროფესორი შეირჩა, რომლებმაც იანტაის უნივერსიტეტის აგრარული კოლეჯის მაგისტრანტებს ხელმძღვანელობა გაუწიეს.
აკადემიაში ფუნქციონირებს იანტაის აგრარული საექსპოზიციო ბაღი, იანტაის ხილისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა, გამოიცემა ჟურნალი სახელწოდებით 《იანტაის ხილი》. მეცნიერებისა და ტექნიკოსების მიერ 20 000 ფერმერი ტექნიკოსია დატრენინგებული. მეცნიერები პარტნიორულ კავშირებს ამყარებენ 50-ზე მეტ წამყვან აგრარულ საწარმოსთან, 1000-ზე მეტ აგრარულ კოოპერაციულ საზოგადოებასთან, საოჯახო ფერმებთან და პლანტაციებთან. 2200 საექსპერიმენტო სადემონსტრაციო ნაკვეთი სხვადასხვა პროვინციაშია გაშენებული. აკადემიას პარტნიორული უღტიერთობები აქვს ნაციონალურ აგრარულ უნივერსიტეტებთან და აგრარულ კვლევით დაწესებულებებთან. მრავალფეროვანია აკადემიის საერთაშორისო კავშირებიც, 20-ზე მეტ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დამყარებულია მჭიდრო ურთიერთობები.
იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩართულია პროექტ UNISON-ში:
Jiang Zhongwu
ციან ჟუნვუ
იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
ელ-ფოსტა: jiangzhongwu@163.com
ტელ: 008613606459172, 00865356352121
Song Laiqing
სუნ ლაიცინი
იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ვაშლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი
ელ-ფოსტა: jiangzhongwu@163.com
ტელ: 008613606459172