ტრენინგი პროექტ UNISON-ის ფარგლებში კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (პორტუგალია)

IMG_9527

2017 წლის 5-7 ივლისს, Erasmus+ პროექტ UNISON-ის (უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობა შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით) ფარგლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ტრენინგი კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიმართა. ტრენინგი შვილობილი კომპანიების საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა.

მონაწილეებს შორის იყვნენ კონსორციუმის წევრები პორტუგალიის, საქართველოს, ჩინეთის და რუსეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ტრენინგის სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ პორტუგალიის წამყვანი უნივერსიტეტების (კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სეტუბალის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პედრო ნუნესის სახელობის ინსტიტუტი, ავეიროს უნივერსიტეტი) და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა შვილობილი კომპანიების დაარსების, განვითარების და მხარდაჭერის, აგრეთვე, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების, კვლევის შედეგების და რეკომენდაციების შესახებ იმსჯელეს.

შვილობილი კომპანიების მთავარი მიზანია უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების სამრეწველო ტექნოლოგიებზე მორგება, აღნიშნული ტექნოლოგიების შემდგომი პოპულარიზაცია ბაზარზე და ფინანსური გარემოს სტიმულირება, შვილობილი კომპანიების გაფართოებისა და განვითარების მიზნით.

სამუშაო შეხვედრაზე კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტის და პედრო ნუნესის სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ერთმანეთს შვილობილი კომპანიების ჩამოყალიბების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის ფარგლებში, ტრენინგები ჩატარდა შემდეგ საკითხებზეც: შვილობილი კომპანიების მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა (ტრენერი – მანუელ ლუის ო-იონგ ოლივეირა, ავეიროს უნივერსიტეტი); ცოდნისა და ინოვაციის ვალორიზაცია (ტრენერი – ფრანცისკა ეირიზი, პედრო ნუნესის სახელობის ინსტიტუტი); კაპიტალდაბანდება და უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიების მხარდაჭერა (ტრენერი – ვალტერ პალმა, Caixa Capital-ის საინვესტიციო დირექტორი).

გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებმა სამუშაო პაკეტი #1-ით გათვალისწინებული ამოცანები და შვილობილი კომპანიების SOC-მოდელების განვითარების გეგმა განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს: პარკი BIOCANT (ბიოტექნოლოგიის ინოვაციური ცენტრი, ქ. კანტანიედი), პედრო ნუნესის სახელობის ინსტიტუტი, სადაც ინოვაციური მიღწევებისა და ტექნოლოგიის ტრანსფერის საკითხები დეტალურად განიხილეს და პარალელები სამეცნიერო-ტექნოლოგიურ გარემოსა და წარმოების სექტორს შორის გაავლეს.

პარტნიორი უნივერსიტეტების სიახლეები:

YHIDZSRCLUNVSUBCTESAUMIIGAiK, YAASPSU

Comments: no replies

Join in: leave your comment